02 მარტი 2025,   14:08
ვრცლად
ანალიზები არ ჰქონდა ისეთ მდგომარეობაში, რომ აცრა გაკეთებულიყო - გარდაცვლილი ექთნის ოჯახი გამოძიებას ითხოვს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელიც კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, დღეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

      ოჯახი გამოძიებას და სიკვდილის მიზეზის დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციის წინ მეგი გოცირიძე სათანადოდ არ შეამოწმეს, შეიძლებოდა თუ არა მისთვის აცრის გაკეთება:

      "ჩაივლის ეს მდგომარეობა და ოჯახი გადაწყვეტს ყველაფერს. გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს. დაისაჯოს ვინც გაუკეთა ეს, ანუ ანალიზები არ ჰქონდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს აცრა გაკეთებულიყო," - აცხადებს მეგი ბაქრაძის და.

      მეგი ბაქრაძის ბიძა ტარიელ ბაქრაძე ამბობს, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს რა და როგორ მოხდა:

      "უპირველესი საკითხია ჩვენთვის, რომ გამოძიებამ დაადგინოს რა მოხდა და როგორ მოხდა ... ან რაღაც პრობლემა ჰქონდა ადამიანს და არ უნდა აეცრათ, თუ ალერგიას იწვევდა ტესტი უნდა ჩაეტარებინათ," - ამბობს ტარიელ ბაქრაძე.

      დღის ამბები