17 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
ოჯახის გვერდით ვდგავართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია - ანტონ ობოლაშვილი გარდაცვლილ ექთანზე

ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ვაქცინაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების შედეგად ახალციხელი ექთნის გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ოჯახის გვერდითაა და  შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებს.

ანტონ ობოლაშვილი გარდაცვალების მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამაზე პასუხი ექსპერტიზამ და ექიმებმა უნდა გასცენ:

"დაველოდოთ ექსპერტიზას და ექიმების დასკვნებს. ექიმის კუთხით დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ოჯახის გვერდით ვდგავართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია," - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

მისი თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.

დღის ამბები