08 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ნახოს როგორ ვიცრებით, მათ შორის AstraZeneca-თი - ეკატერინე ტიკარაძე საჯაროდ აიცრება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ის აცრის გაკეთებას აპირებს. 

"დიახ, რა თქმა უნდა, ვაპირებ აცრის გაკეთებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ სხვადასხვა ვაქცინით. ჩინური ვაქცინა, რომელზეც არაერთი მითია, გადაწყვეტილი იყო, რომ მე ამ ვაქცინით ავიცრებოდი

დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი, თუ რა სახეს მიიღებს ეს კამპანია, რადგან ის, რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, აღარ იყოს საკმარისი, რომ მოსახლეობა ჩვენ დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას თუ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. 

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ეს ნახოს საჯაროდ, მათ შორის, როგორ ვიცრებით ასტრაზენეკას ვაქცინით,"- აღნიშნა ტიკარაძემ.

დღის ამბები