22 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ინციდენტში მონაწილე გოგონები ნათესავები არიან - რუსთავში არასრულწლოვნის დაჭრის ახალი დეტალები

რუსთავში დაჭრილი გოგონა კლინიკიდან სახლში გაწერეს. ​არასრულწოვანმა გოგომ თანატოლი დაჭრა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ისინი ნათესავები არიან. გოგოებს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა. შემთხვევა რუსთავში მოხდა.

17 წლის გოგოს ჭრილობები თანატოლმა მუცლის არეში მიაყენა. დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი პირველადი დახმარება და ის სახლში უკვე გაწერეს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები