19 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ლანა ღოღობერიძე Pfizer-ით აიცრა 

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე Pfizer-ით აიცრა.  მან ვაქცინაცია ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში საჯაროდ გაიკეთა. 

"თავს სრულიად ჩვეულებრივად ვგრძნობ. რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი გართულება არ იქნება. არ მქონდა ღელვა. აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ და უბრალოდ კარგად ვიყოთ,"- განაცხადა ლანა ღოღობერიძემ. 

დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.

სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია AstraZeneca-ს ​ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, 25 მარტს კი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან Pfizer-ი ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები დღეიდან დაიწყება.

დღის ამბები