21 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
შსს-ში ამბობენ, რომ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა, ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია

"აღნიშნულ პირს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში," - განაცხადეს შსს-ში რუსი შოუმენის, ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. 

რაც შეეხება კოვიდპანდემიის დროს მათ ქვეყანაში შემოსვლას, შსს-ში განმარტავენ, რომ - "მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს PCR ტესტის ცნობა".

თბილისში რუსი შოუმენის ჩამოსვლას საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. მათი თქმით, ანტიქართული განცხადებების გამო პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა მიუღებელია.

დღის ამბები