22 დეკემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ვლადიმერ პოზნერი და მასთან ერთად მყოფი პირები დაჯარიმდებიან - შსს

ვლადიმერ პოზნერი და მასთან ერთად მყოფი პირები დაჯარიმდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, ის ადამიანები ვინც გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისას სასტუმრო "რუმსიდან", სასტუმრო "ვინოტელის" მიმართულებით გადაადგილდებოდნენ დაჯარიმდებიან

"ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარით, რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც გადაადგილდებოდნენ სასტუმრო "რუმსიდან" აღნიშნულ სასტუმრომდე, ისინიც იქნებიან დაჯარიმებული,"- განაცხადა შს სამინისტროს საპატრულო პოლიცია დეპარტამენტის წარმომადგენელმა სერგი ბზიშვილმა

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი რუსი შოუმენის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

 

დღის ამბები