15 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
შსს-ს განმარტებით ვლადიმირ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, თანმხლები პირების ნაწილს კოვიდპასპორტი ჰქონდა, ნაწილს კი PCR ტესტის ცნობა

10 ათას ლარიანი ჯარიმა დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის. რუსი შოუმენის მასპინძლობისთვის შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი" დააჯარიმა. ინსპექციის წარმომადგენელის განმარტებით, ისინი ფიზიკურ პირებს არ აჯარიმებენ და მათ ფუნქცია ობიექტებზე ზედამხედველობაა, შესაბამისად სანქციები სასტუმროს დაეკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის განმარტებით კი დაჯარიმდნენ სასტუმროში მყოფი პირებიც. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

რაც შეეხება კოვიდპანდემიის დროს მათ ქვეყანაში შემოსვლას, ოფიციალური პირების მტკიცებით, "მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს კოვიდპასპორტი ჰქონდა, ხოლო ნაწილმა PCR ტესტის ცნობა წარმოადგინა".

"კურიერს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯარიმების შესახებ დამატებით დეტალები განუმარტა. უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე,  სულ 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9-ს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.

დღის ამბები