26 დეკემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა ბათუმშიც გააპროტესტეს

ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა ბათუმშიც გააპროტესტეს. გვიან ღამით მოძრაობა "სირცხვილია", "ალტერნატივა" და სამოქალაქო აქტივისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, პირი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ. ის ასევე არ უნდა სარგებლობდეს ღამით გადაადგილების შეზღუდვის დროს გადაადგილების პრივილეგიით.

ევროპის მოედანზე შეკრებილებმა თბილისის აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

დღის ამბები