მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღოლობიდან გათავისუფლებული მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო, მათივე ინფორმაციით, თბილისიდან დაბრუნების შემდეგ, მონასტერში არ შეუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, მათ მონასტრის ახალმა წინამძღვარმა განუმარტა, რომ ეს მიტროპოლიტ სტეფანეს კურთხევაა.
კონკრეტულად, რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია. რამდენიმე დღის წინ, მონაზონი სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღოლობიდან მიტროპოლიტმა სტეფანემ გადააყენა. მაშინ მონაზონი ამბობდა, რომ ის მონასტერს არ დატოვებდა, თუ ამას პოლიციის ძალით არ აიძულებდნენ.