26 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
ლილოში აფეთქების დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლილოში აფეთქების დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა - ის საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდა. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე, ამ დროისთვის, მობილიზებულია სახანძრო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, დანგრეულია საცხოვრებელი ბინის ერთ-ერთი კედელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაზიანება სხვას არავის მიუღია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები