19 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
"ჩვენი ქვეყანა ეთხოვება ჩვენი დროის ღვთისგან გამოგზავნილ საჩუქარს" - გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალეს

გურამ დოჩანაშვილი ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს. იქამდე კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მწერალი, მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ჩვენი ქვეყანა ეთხოვება ჩვენი დროის ღვთისგან გამოგზავნილ საჩუქარს. ჩვენი წილი ბედნიერება გვაქვს, როცა თანაცხოვრება ხდებოდა ჩვენი გურამ დოჩანაშვილთან, ერთ ქვეყანაში, ერთ მიწაზე და ერთ სამშობლოში. ესეთი სხვა რწმენის, სხვა ადამიანური ღირებულებების და სიკეთის ადამიანი ხელოვნებაში ერთადერთი იყო, ყველა დროში და ყველა ეპოქაში,"- აღნიშნა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა.

დღის ამბები