23 დეკემბერი 2024,   16:35
ვრცლად
დავით ზალკალიანი "კურიერთან" უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების საკითხს ადასტურებს

კურიერის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს.

საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. "კურიერს" საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუდასტურა, რომ 11 თვიანი პაუზის შემდეგ, კიევში ქართულ დიპლომატიურ მისიას კვლავ ეყოლება ხელმძღვანელი. დავით ზალკალიანი ამ ნაბიჯის მოტივად უკრაინაში შექმნილ სამხედრო დაძაბულობას ასახელებს და აცხადებს, რომ ის, რაც დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება, საქართველოსაც ეხება.

"ახლა იმის დროს არ არის, ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, რომ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დინამიკურად.

ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაზარალდა ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარი იყო, მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩვენს ნაბიჯს.

დადგა დრო, კიდევ უფრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს. პროცესები ძალიან გვაღელვებს. უკრაინის ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია ჩვენთან მიმდინარე ოკუპაციასთან," - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები