21 დეკემბერი 2024,   17:58
ვრცლად
"თვალი სავარძელს თვითონ მივარტყი" - დავით კოდუას მეუღლე პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებას ცვლის

დავით კოდუას მეუღლეს თვალის არეში დაზიანება აქვს - ნათია გედევანიშვილი "კურიერთან" აცხადებს, რომ მან სავარძელს თვალი თავად მიარტყა. 

ბიზნესმენის მეუღლე სამართალდამცავებისთვის მიცემულ ჩვენებას ცვლის და ამტკიცებს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ის შემაკავებელ ორდერს ითხოვს.

დავით კოდუას მეუღლე ასევე ამბობს, რომ მეუღლესთან კონფლიქტის დროს სახლში ორივე შვილი იმყოფებოდა, თუმცა ფაქტს მხოლოდ კატო კოდუა შეესწრო.

"დავფრინავდით სახლში, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია, მაგიდა ავაყირავე. მე მინდა მიუკარებლობა, დაჭერა დათოსი სულ არ მინდა," - აცხადებს ნათია გედევანიშვილი.

ბიზნესმენი გვიან ღამით ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები