04 მაისი 2024,   23:45
ვრცლად
როგორც ჩანს ხელისუფლებას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია დარჩეს პოლიტიკურ პატიმრობაში - გიორგი კონდახაშვილი

ნიკა მელიას სასამართლო სხდომაზე, 10 წუთიანი შესვენების დროს ენმ-ს თავმჯდომარის ადვოკატმა განაცხადა, რომ არც ერთი შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარემ დააყენა ამ ეტაპზე არ არის დაკმაყოფილებული, რაც აძლევს მას საფუძველს, რომ სავარაუდოდ სასამართლო დღეს, ნიკა მელიას გათავისუფლებას არ აპირებს.

 "მოსამართლემ 2 საათიანი მსჯელობის შემდგომ გვითხრა, რომ არ აინტერესებს საქმეზე მტკიცებულებები, რომ არ აინტერესებს მოხდა თუ არა ნიკა მელიას საქმეზე მაგალითად უმნიშვნელოვანესი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების განადგურება, არ აინტერესებს რა განცხადებები გააკეთეს უმაღლესმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა. ხელისუფლებას როგორც ჩანს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ იგი დარჩეს პოლიტიკურ პატიმრობაში," - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. დილიდან შენობასთან ნიკა მელიას მეგობრები, თანამოაზრეები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. შეკრების მონაწილეები ამბობენ, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ პროცესი პოლიტიკურად არის მოტივირებული.

დღის ამბები