20 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. 

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდამსხმელთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე იყო მოლაპარაკებაზე შესული, რომელმაც თავდამსხმელის დაკავება შეძლო. 

ამ დროისთვის ავლაბარში 2 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. "კურიერის" ინფორმაციით, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.

დღის ამბები