23 დეკემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ყველა მძევალი გათავისუფლებულია, დაზიანება არც ერთ მათგანს არ მიუღია - ვაჟა სირაძე

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია. 

"საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია. ყველა მძევალი გათავისუფლებულია, დაზიანება არც ერთ მათგანს არ მიუღია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება," - განაცხადა ვაჟა სირაძემ. 

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე იყო მოლაპარაკებაზე შესული, რომელმაც თავდამსხმელის დაკავება შეძლო. 

ამ დროისთვის ავლაბარში 2 საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია. ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.

დღის ამბები