16 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი 28 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალზე თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრი, 28 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა. მას მშობლები ევროპაში ჰყავს, ბებია - ზუგდიდში, ხოლო და - თბილისში. 

ასევე, "კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო  პნევმატური იარაღით, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა.

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მისი აყვანა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ბედოიძემ მოლაპარაკების წარმოების მომენტში შეძლო.

დღის ამბები