ვაკეში მომხდარი კრიმინალური გარჩევის ახალი დეტალები - ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და "მხედრიონის" დაჯგუფების ყოფილ ხელმძღვანელზე, თემურ ხაჩიშვილზე სავარაუდო თავდასხმის მცდელობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმის ფარგლებში გამოკითხულია როგორც სავარაუდო თავდასხმის ობიექტი, ისე, სავარაუდო თავდასხმაში მონაწილე პირები.
თავდასხმის მცდელობა, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე, თემურ ხაჩიშვილის მეგობრის ოფისში მოხდა, სადაც ყოფილი შს მინისტრი გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
"კურიერის" ინფორმაციით, ოფისთან 12-მდე საკმაოდ აგრესიული პირი იმყოფებოდა, ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი კი საკუთარ სახელსა და გვარსაც ყვიროდა.
"კურიერმა" ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუები როგორც თემურ ხაჩიშვილთან, ასევე სავარაუდო თავდამსხმელებთან, რომელსაც "კურიერში" 12 საათზე შემოგთავაზებთ.