ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ, დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
ისინი ამბობენ, რომ ირღვევა მათი უფლებები, არ აქვთ შესაბამისი ანაზღაურება და ვერ სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით.
ტერმინალში დასაქმებულთა თქმით, ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად მუშაობა, თუმცა დამსაქმებელი ამას არ ანაზღაურებს, ასევე არ ხდება სამედიცინო ცნობის ე.წ ბიულეტენის ანაზღაურებაც. ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში 100 ადამიანი დასაქმებული, ამავე მოთხოვნით მათ რამდენიმე აქცია გასულ წელსაც გამართეს. ბათუმის ტერმინალის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.