თბილისიდან ახალქალაქისკენ მიმავალი 3 ახალგაზრდა, რომლებიც თეძამის ხეობაში დაიკარგნენ, ორდღიანი ძებნის შემდეგ ადგილობრივებმა იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდების ავტომობილი სოფელ ლევიტანას მიმდებარედ ჭაობში იყო ჩაფლული და იქიდან ამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში მცხოვრებლები სამ ახალგაზრდას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. დაკარგული ახლობლების თქმით, მათ სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ პირველ მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს.