რიკოთის მაგისტრალის ნაწილი შემოდგომაზე უნდა გაიხსნას.
საუბარია ორნახევარ კილომეტრიან ორზოლიან მონაკვეთზე. ამჟამად ტერიტორიაზე მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
რიკოთის მაგისტრალზე 20 გვირაბი და 37 ხიდია. ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი დაესწრო.
"2.5 კილომეტრიანი ორზოლიანი მონაკვეთი უკვე წელს შემოდგომაზე გაიხსნება და კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას," - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.