20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
აპლიკაცია "გლოვოს" გამოყენებას ვერც დღეს შეძლებთ - 1000-მდე კურიერი გაფიცვას აგრძელებს

მოქალაქეები "გლოვოს" გამოყენებას ვერც დღეს შეძლებენ. კურიერები გაფიცული არიან. მიზეზი შეცვლილი ანაზღაურებაა. ისინი მუშაობის დღემდე არსებულ სისტემაზე დარჩენას ითხოვენ.

პროტესტის გამოთქმიდან მალევე "გლოვოს" კურიერებს კომპანიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა და ღამის საათებში გადაადგილების უფლება შეუზღუდა.

მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი კომპანიისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდებიან და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

გაფიცულია დაახლოებით 1000 თანამშრომელი.

დღის ამბები