23 დეკემბერი 2024,   01:52
ვრცლად
"ვართ გარკვეულად პიკის დაღმავალ ფერდზე" - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლებელია ითქვას, რომ ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება.

გამყრელიძემ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.  

"ახლა გავდივართ პიკს და ვართ გარკვეულად დაღმავალ ფერდზე პიკის, ანუ თანდათან შეიძლება ითქვას, რომ უმჯობესდება, თუმცა სერიოზული ინდიკატორი, როგორიც არის სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზეა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ყველა რეკომენდაცია შევასრულოთ და მაისი როგორმე ასეთი, დამშვიდების ტენდენციით გავიაროთ," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები