26 ივლისი 2021,   17:06
ვრცლად
ხანძარი თბილისში - მექანიზაციის ქუჩაზე ლამინატის საწარმო დაიწვა

ხანძარი თბილისში - ცეცხლი მექანიზაციის ქუჩაზე მდებარე ლამინატის საწარმოს გაუჩნდა, სადაც სარემონტო მასალები ინახებოდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ზარალი დიდია და მარაგების ნაწილი მეპატრონეს დაზღვეული არ ჰქონდა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო სამაშველო ბრიგადა, ახლა შესაბამისი სამსახურები ცეცხლის გაჩენის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ.

დღის ამბები