27 დეკემბერი 2024,   01:06
ვრცლად
აზერბაიჯანში ნაღმზე სამი ადამიანი აფეთქდა, მათგან ორი ჟურნალისტი იყო - ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი განცხადების მიხედვით, 4 ივნისის დილას მანქანა, რომლითაც ფილმის გადამღები ჯგუფი გადაადგილდებოდა, კალბაჯარის რაიონში ნაღმზე აფეთქდა. შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტი მაჰარამ იბრაჰიმოვი. დაიღუპა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.

აფეთქების შედეგად 4 პირი დაშავდა. 

მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის შსს და პროკურატურა სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 

ამასთან, ძალოვანი უწყებები საერთო განცხადებაში აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანი ხშირად აყენებს სომხეთის მიერ მისი ტერიტორიის მიზანმიმართული დანაღმვის საკითხს.

"კალბაჯარში ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტერიტორია სომხეთმა განგებ დანაღმა მაშინ, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები გამოაძევეს დაპირისპირების დროს. მათი მიზანია, რაც შეიძლება დიდი ზარალი მიაყენონ აზერბაიჯანს და მოქალაქეებისთვის, რომლებიც სახლებში ბრუნდებიან, შექმნან დამატებითი დაბრკოლებები," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები