22 დეკემბერი 2024,   10:05
ვრცლად
ანტივაქსერი დეკანოზი - სასულიერო პირი მრევლს არწმუნებს, რომ აცრილები Bluetooth-ს იჭერენ

მაშინ, როცა მსოფლიო COVID-პანდემიასა და ვირუსის ვერაგ შტამებთან ბრძოლაშია ჩართული, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეტეხის ტაძრის მღვდელმსახური ანტონი კიკნაველიძე კვლავ ანტივაქსერულ განცხადებას აკეთებს. დეკანოზი მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგიაზე, უფრო კონკრეტულად კი Bluetooth-ზე საუბრობს, რომელიც, მისი აზრით, აცრის შემთხვევაში აქტიურდება.

ექსპერიმენტი სასულიერო პირმა მთელი სერიოზულობით COVID ვაქცინების ელექტრომოწყობილობებთან კავშირის გამოსააშკარავებლად ჩაატარა.

როგორც "კურიერთან" მეტეხის ტაძრის მღვდელმსახური ყვება, ცდის შედეგად "მისი შიში გამართლდა". შიში, რომ ვაქცინირებულები "ბლუთუზს" იჭერენ. ამის შემდეგ სასულიერო პირმა ცდის შედეგები სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროვა და მრევლს აცრისგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდა.

სასულიერო პირის მსგავსი განცხადებები გაუგებარია დეკანოზ გიორგისთვისაც, რომელიც პირველი სასულიერო პირია, ვინც იმუნიზაციის პროცესში საჯაროდ ჩაერთო. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარს მსგავსი განცხადებები ანეკდოტურად ეჩვენება.

საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმსახური ანტონის განცხადება მათთან შეუთანხმებელი იყო. იქ ფიქრობენ, რომ მსგავსი შინაარსის მოწოდებები წმინდა სინოდის განჩინებას ეწინააღმდეგება.

დღის ამბები