რიკოთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი გვირაბის მშენებლობაზე მომუშავე თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი მეორე დღეა ხელფასების მომატებას მოითხოვენ.
ამ დროისათვის მე-9 გვირაბის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ დაბალი ანაზღაურების გარდა, მათ მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.
"კურიერს" შიდა ტერიტორიაზე შევსლის უფლება არ მისცეს, თუმცა დასაქმებულების მიერ მოწოდებულ კადრებში ჩანს, რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა.
გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები, დღეში 22 ლარს იღებენ, ისინი ანაზღაურებას 10 ლარით მომატებას მოითხოვენ.
40-მდე თანამშრომლის მოთხოვნის დაკმაყოფილების რესურსი, ჩინური კომპანიის ადმინისტრაციის ინფორმაციით არ არსებობს.