ხანძარი აბასთუმანში - დამწვარია ასათიანის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი, სადაც შვიდი ოჯახი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ორსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული
იმის გამო, რომ შენობა მთლიანად ხის იყო, ცეცხლი მას ძალიან სწრაფად მოედო.
ადგილზე მუშაობდა 5 სახანძრო ბრიგადა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებელს ადგილობრივი ხელისუფლება გამოუყოფს. დამწვარ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.