ე.წ. კომენდანტის საათი უქნდება - გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ცოტა ხნის წინ, მიიღეს.
ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ამ დრომდე მოქმედი შეზღუდვის მოხსნა, ძალაში 1 ივლისიდან ძალაში.
შეგახსნებთ, რომ მთავრობამ გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 8 ნოემბრიდან საქართველოში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალა. რამდენიმე თვეში კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზღუდვამ 1 საათით გადაიწია და 23.00 საათიდან 05.00 საათამდე მოქმედებდა. პირველ ივნისს კი, საკოორდინაციო საბჭომ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე გადმოწია.
აღსანიშნავია, რომ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევა 2 000 ლარით ისჯება.