19 დეკემბერი 2024,   01:38
ვრცლად
შეიძლება იყოს მსხვერპლი, კიდევ ერთხელ ვაანონსებ - გურამ ფალავანდიშვილის მორიგი მუქარის შემცველი განცხადება 

გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლებმა, რომლებიც "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოდიან, გასული ღამე რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, კარვებში გაათენეს.

მათი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ლგბტ პირებსა და მათ მხარდამჭერებს არ მისცენ საკუთარი გეგმების შესრულების უფლება.

შეკრებილები უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აქვე ამბობენ, რომ დღეს დაპირისპირება და მსხვერპლია მოსალოდნელი.

"ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი მორიგ  მუქარის შემცველ და ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს. ის ამბობს, რომ მათთან დაპირისპირებაშია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ მსოფლიოც.

"შეიძლება იყოს მსხვერპლი, კიდევ ერთხელ ვაანონსებ, თუ მთავრობა მაინც გამოიყვანს ამ გაუგონარ მოძალადეებს, რადგან თქვენ იცით, რომ მთელი საქართველო ჩამოდის აქ. ჩვენ მიგვატოვა მთავრობამ, ჩვენ დაგვიპირისპირდა მსოფლიო და ქართული პოლიცია უზნეობის მქადაგებლებს გაეფინა ფეხქვეშ," - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

დღის ამბები