16 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
"პეტრას ციხის დეკლარაცია" - "ასოცირებული ტრიოს" გზა ევროპისკენ

"ევროინტეგრაციის საერთო გზა" - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას პრეზიდენტებმა ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს.

მხარეები თანხმდებიან როგორი იქნება ნაბიჯები ევროინტეგრაციის საერთო გზაზე.

ასოცირებული ტრიოს საერთო გზავნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერება და გაერთიანებული ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციისთვის.

ისტორიული შეთანხმება სიმბოლურად, შავიზღვისპირეთში "პეტრას ციხეზე" შედგა. 

"ევროპული გზა ჩვენი ქვეყნებისთვის უალტერნატივოა, ეს არის სუვერენული არჩევანი, რომელზეც მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს" - ეს ჩაიწერა დეკლარაციაში, სადაც ასევე წერია, რომ ამ არჩევანს ზურგს უმაგრებს მოლდოვის, უკრაინისა და ქართველი ხალხის სურვილი.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მათ ევროატლანტიკურ გზაზე საერთო სტრატეგია და ხედვა სჭირდებათ. სამი ქვეყნის ლიდერებს თავიანთი ერთობლივი ხედვებისა და სტრატეგიის დემონსტრაციის საშუალება დეკემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიეცემათ. 

დღის ამბები