20 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
მონიტორინგი რესტორნებში და სამასპინძლო დაწესებულებებში გამკაცრებულია, რეკომენდაციაა უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ აუცილებლად გაიკეთონ აცრა, ამის რესურსი არსებობს და ასევე არსებობს დამატებით პუნქტები იმისთვის, რომ გამტარიანობა იყოს უზრუნველყოფილი.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ რესტორნებში და სამასპინძლო დაწესებულებებში მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება.

"მონიტორინგი რესტორნებში და სამასპინძლო დაწესებულებებში გამკაცრდება, როგორც მუშაობის დასრულების, ისე იქ შიდა სივრცეებში და აქაც რეკომენდაციაა, რომ უფრო მეტად გამოყენებული იყოს გარე სივრცეები.

 და რა თქმა უნდა, მეორე მთავარი მიმართულება, კიდევ და კიდევ უფრო მეტი აცრები.

შევიკავოთ თავი დიდი თავშეყრებისგან, ახლა სერიოზულად მიდის მონიტორინგი და აღსრულება ნებისმიერი ქორწილის, ქელეხის, წვეულების, კონცერტის და ა.შ. არ არის ახლა ამის დრო," - აცხადრებს ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები