ესპანეთში სახლების ძარცვისთვის ქართველები დააკავეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს 3 მოქალაქე კრიმინალური ორგანიზაციის წევრია.
ესპანეთის ეროვნული პოლიციის ცნობით, დაკავებულები სევილიაში სახლებს ძარცვავდნენ. ისინი წინასწარ შეისწავლიდნენ სახლის მეპატრონეების გადაადგილების განრიგს და შესაბამისად მოქმედებდნენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.