19 დეკემბერი 2024,   12:02
ვრცლად
მძევლად აყვანილი 15 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს - სპეცოპერაცია ყვარელში

ყვარელში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ მძევლად აყვანილი 15 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ  ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

ადგილი ამ დროისთვის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და "კურიერის" ინფორმაციით, ბანკის შენობაში 15-მდე პირი იმყოფება. ირკვევა, რომ ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა 112-ში დარეკვა შეძლო. 

ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებულია, როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ხელყუმბარით. ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება. 

შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმებიც მიემართებიან. 

 

დღის ამბები