25 ნოემბერი 2024,   04:18
ვრცლად
ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილი პირი კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოსულა - ყვარლის მერი როსტომ სესიაშვილი

ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის ინფორმაციით, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელის მოთხოვნები ამ დროისთვის უცნობია.

"სრულად დაცულია პერიმეტრი. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული. ჯერჯერობით არ მაქვს დაზუსტუბეული ინფორმაცია მძევლების რაოდენობაზე.

სამართალდამცველები უსაფრთხოების ნორმებს ინარჩუნებენ, ჯერ თავდამსხმელი არ გამოსულა კომინიკაციაზე და მისი მოთხოვნები ამ დროისთვის უცნობია. ოპერაციას შსს-ს კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ხელმძღვანელობს, ადგილზე იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი,"- აცხადებს "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი.

ყვარელში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ მძევლად აყვანილი 15 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ  ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

დღის ამბები