ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ნაგომარში, ავტოავარიას მეათე კლასის მოსწავლე, 15 წლის გელა მარგველიანი ემსხვერპლა.
როგორც თვითხილველები ამბობენ, მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან წამოსული მიკროავტობუსი დაეჯახა.
მძღოლის თქმით, მოზარდმა სიგნალის ხმა ვერ გაიგო და მან დამუხრუჭება ვერ შეძლო. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.