23 დეკემბერი 2024,   05:23
ვრცლად
"ქართული ოცნება" - 46.65%, ენმ - 30.7% გახარია "საქართველოსთვის" - 7.79% - არჩევნებში პარტიების შედეგი ცნობილია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები წარმოადგინა.

სულ 3743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3740-ში. ცესკოს ინფორმაციით, პარტიების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" – 46.56%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"– 30.7%

გიორგი გახარია "საქართველოსთვის" - 7.79%

"ლელო" - 2.71%

"ევროპული საქართველო" -1.66%

"პატრიოტთა ალიანსი" - 1.46%

"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 1.34%

"ლეიბორისტული პარტია" - 1.38%

"გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1.44%

"გირჩი" -0.85%

ანა დოლიძე "ხალხისთვის" - 0.6%

"მოქალაქეები" - 0.83%

"დროა" - 0.62%

"კანონი და სამართალი" - 0.02%

დღის ამბები