25 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
გარდაცვლილი ინგა მეკეიძე იმ 2 არასრულწლოვნის დედაა, რომელთა ცხედრებიც გუშინ ნანგრევებში იპოვეს

36 წლის ინგა მეკეიძე ნანგრევებში შვილებთან ერთად მოყვა, არასრულწლოვნების ცხედრები ნანგრევებში გამთენიისას იპოვეს. რეფერალურ ჰოსპიტალში კი, 10:35 წუთზე ახალგაზრდა ქალის ბიოლოგიური გარდაცვალება დაფიქსირდა.  მას სულ 3 შვილი ჰყავდა, გადარჩა მხოლოდ ერთი, რომელიც შემთხვევის დროს მამას სკოლაში ჰყავდა წაყვანილი. 

მას შინაგანი ორგანოების მძიმე დაჟეჟილობა და სისხლდენა აღენიშნებოდა, მას გული კლინიკაში მიყვანამდე რამდენჯერმე გაუჩერდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა გუშინ დღის 12 საათზე ჩამოინგრა. კორპუსი 3 სადარბაზოსგან შედგებოდა, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობდა. 

მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკით ამ დრომდე ეძებენ. 

ტრაგედიას ამ დროის მონაცემებით, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასწრულწლოვანია.

დღის ამბები