ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი სულ უფრო უარესდება, მაღალია გარდაცვლილთა სტატისტიკაც, ამ ფონზე კი ვაქციჯნაციის ტემპი დღითი დღე იკლებს.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორ თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითრებასა და ინფიცირების ზრდის ყოველდღიურ მაჩვენებელს საგანგაშო ტენდენციად აცხადებს და ამბობს, რომ ვაქცინაციის ტემპი ანტივაქსერული კამპანიის ფონის მიუხედავადაც კი კატასტროფიულად დაბალია.
"ერთადერთი საკითხია, სადაც ემოციების შეკავება მიჭირს, საქართველოში ხდება სრულიად აუხსნელი რამ. ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში. სიკვდილიანობის დიდი ალბათობაა და შეიძლება გადავაჭარბოთ მეოთხე ტალღას. ვაქცინაციის აქტივობა კი 4000-დან 6000-მდე მერყეობს. ეს არის ერთი მხრივ სრულიად აუხსნელი რამე საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
სტატისტიკა 5 000-იან ნიშნულს ისევ გადაცდა. გასული 24 საათის განმავლობაში კოვდით ინფიცირების 5076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი ჩატარებული ტესტების საერთოდ რაოდენობის 8%-ზე მეტია. მზარდი დინამიკის ფონზე მატულობს მსხვერპლიც. გასულ დღე-ღამეში გარდაცვლილია 44 ადამიანი.