23 დეკემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ისინი საკუთარი გარყვნილი გონებიდან აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს - პრემიერი ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაიყვანა იქნება საფრთხის შემცვლელი, რადგან, მისი თქმით, იქ იგეგმება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება.

ღარიბაშვილმა აღნიშნულ განცხადებას "ასბურდული ბოდვა" უწოდა და აღნიშნა, რომ "ისინი საკუთარი გარყვნილი გონებიდან აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს."

"ბევრ აბსურდულ, პანიკის შემცველ ბრიფინგს მოვისმენთ, მაგრამ მინდა მოსახლეობას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. მშვიდად მოვუსმინოთ მათ ამ სრულ ბოდვას. როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლება ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს? ამით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, თუ რაზე არიან წამსვლელი. ისინი ფიქრობენ, თუ რას გააკეთებდნენ თავად, ჩვენ ადგილას რომ ყოფილიყვნენ, და ეს არაერთხელ გაუკეთებიათ. ისინი პირდაპირ ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და აწამებდნენ პატიმრებს. ცოცხალი პატიმრები "მორგში" ჩაჰყავდათ და მკვდარ პატიმრებთან აბამდნენ. ასეთი ხელწერის მქონე არის გვარამია, რომელიც პროკურორია და მას არაერთი აქვს საერთო მედიამენეჯერობასთან. ეს სააკაშვილის ხელწერა და მორიგი ბინძური პროვოკაციაა.

წინასწარ ვიცით, რომ მთელი კვირის განმავლობაში ეცდებიან მთელ მოსახლეობას აყურებინონ ამ კაცის შიმშილი და ამაზე ილაპარაკონ. ამ ადამიანს არავინ უშლის ჭამას. ისევე, როგორც ყველა პატიმარს, მას აქვს სრული კომფორტი. ჩვენ არავის არაფერს ვუზღუდავთ, პირიქით. მათ არ აქვთ რაიმე საბაბი და ამას არასდროს მივცემთ, რადგან ჩვენ ვიცით რას და როგორ ვაკეთებთ.

მთავარი მინდა ვთქვა, რომ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს. ექიმების მუდმივი, 24-საათიანი კონტროლი გვაქვს დაწესებული. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის მორიგი თეატრალიზებული დადგმის მცდელობა, რომელიც ასევე კრახით დასრულდება,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები