საქართველოში წარმოებულ სხვა სამხედრო ტექნიკას დღეიდან ნატო-ს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI 4-ის წარმოებაც შეემატა.
დელტას ბაზაზე შექმნილ ქართულ-ებრაულ საწარმო "დელტა სი ეი ეი"-ში დღეს პრემიერ-მინისტრი თავდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ავტომატური შაშხანების წარმოების პროცესს დეტალურად გაეცნო.
ახალი ქართულ-ებრაული საწარმო წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი დანადგარებით არის აღჭურვილი. GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი კი უკვე გადამზადებული თანამშრომლების მიერ ადგილზე წარიმართება. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შაშხანების ყველა დეტალი ადგილზე იქნება წარმოებული.
აღსანიშნავია, რომ საწარმოში დამზადებული ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ჩვენს ქვეყანაში სამხედრო მრეწველობასა და სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს შეუწყობ სახელს.
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. წარმოების შესახებ ხელშეკრულება კი თავდაცვის სამინისტროსა და ებრაულ კომპანიას შორის2021 წლის მაისში გაფორმდა.