23 დეკემბერი 2024,   18:09
ვრცლად
"ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები, გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა" - ნიკა მელიამ დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა

როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა - "ლელოს" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებას დღეს 7 საათზე ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საკუთარ გეგმებს საღამოს, რუსთაველის გამზირზე გააჟღერებს.

"ეს იყო ტოტალური ძალადობის ფონზე ჩატარებული არჩევნები, სადაც ერთ-ერთი, რაც იკადრეს იყო ტოტალური გაყალბება. ბევრი სხვა რამ იკადრეს, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ გუშინდელი აქტიურობისთვის, თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის.

გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივია არავინ ვაპირებთ, ჩვენი ღრმა რწმენით არც ერთი თავმოყვარე საქართველოს მოქალაქე, ყველაფერი იმის შემხედვარე, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ, არ აპირებს ამ ყველაფერთან შეგუებას და აპირებს ბრძოლას ძალიან მტკიცეს, ურყევს, მშვიდობიანად მაგრამ ძალიან მტკიცედ.

იმისათვის, რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, თუ რა არის ეს გეგმა, დღეს საღამოს 7 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტული გეგმის თაობაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები, რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფალს შერჩება.

ამიტომ, გელოდებით ძვირფასო თბილისელებო დღეს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე," - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები