20 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 23 წლის მამაკაცს ბრალს დღეს წარუდგენენ

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 23 წლის მამაკაცს ბრალს რამდენიმე წუთში წარუდგენენ. სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზეც. ტაილანდის მოქალაქე ვერაზე მასაჟის ცენტრში 2 დღის წინ მოკლეს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი გუშინ, გავუწიე კონსულტაცია. ჯერჯერობით, ბრალი არ წარუდგენიათ, გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს და ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. მოტივზე ვერ ვისაუბრებ, რადგან დანაშაულს, რა მუხლითაც დაწყებულია გამოძიება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს,"- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი გოგა ბოგვერაძე და არ გამორიცხავს, რომ ბრალდების მუხლი შეიცვალოს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 23 წლის მამაკაცმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ღამით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დღის ამბები