23 დეკემბერი 2024,   10:49
ვრცლად
სიცრუეა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სიცრუეა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, №18 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო.

"განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი არ საჭიროებს რაიმე ტიპის სარეანიმაციო ღონისძიებებს. პრევენციის მიზნით, იგი იმყოფება იმ პალატაში, რომელიც სწორედ რეანიმაციის გვერდით მდებარეობს. დაწესებულების სარეანიმაციო პალატა კი აღჭურვილია თანამედროვე ყველა საჭირო ტექნიკით, ასევე ყველა აუცილებელი მედიკამენტით. საჭიროების შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, პატიმრების ყოველგვარი ევაკუაციის გარეშე, მყისიერად ჩაუტარდება.

ამიტომ საუბარი, თითქოს გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში დროული დახმარება ვერ ჩაუტარდება, არის გაზვიადებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს,"-აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცადებაში.

დღის ამბები