22 დეკემბერი 2024,   12:30
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალშია - რეანომობილები, რომლითაც ექსპრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გადაიყვანეს, უკვე გორის ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არიან

გლდანის მე-18 დაწესებულებიდან გასული რეანომობილები, რომლითაც სავარაუდოდ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი გადაჰყავთ, უკვე ადგილზე იმყოფებიან. 

თბილისიდან ორი რეანომობილი სასჯლეაღსრულების მანქანისა და საპატრულო ავტომობილის თანხლებით დაახლოებით 45 წუთის წინ გავიდა. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ ექსპრეზიდენტის სათანადო პირობებში მისაღებად სრული მობილიზებაა. პალატას, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილს განათავსებენ, გაუკეთდა გისოსები, რათა უსაფრთხოება სრულად იყოს დაცული. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრის შეთავაზება გორის ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე დღეს დაახლოებით დღის სამ საათზე განახორციელა, ექსპრეზიდენტი ამ შეთავაზებას ადვოკატებთან რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ დათანხმდა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დადო პირობა, რომ გორის ჰოსპიტალში განავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას. ექიმებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექსპრეზიდენტის სათანადო პირობებში აუცილებელი მკურნალობისთვის აბსოლუტურად გამართულია. 

დღის ამბები