23 დეკემბერი 2024,   08:26
ვრცლად
გადმოყვანის პროცესს უნდა დავესწროთ, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რომ წინა ჯერზე რაც მოხდა ისევ ის არ განმეორდეს - ნიკა გვარამია ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ექსკორტს მიყვებოდნენ მისი ადვოკატებიც.

ნიკა გვარამიას განცხადებით, რენომობილიდან გადაყვანის და პალატაში განთავსების პროცესს აუცილებლად უნდა დაესწროს, რადგან უზუსტობებს არ ჰქონდეს ადგილი.

"გადმოყვანის პროცესს უნდა დავესწროთ, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რომ წინა ჯერზე რაც მოხდა ისევ ის არ განმეორდეს,"- აცხადებს ნიკა გვარამია. 

 გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ ექსპრეზიდენტის სათანადო პირობებში მისაღებად სრული მობილიზებაა. პალატას, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილს განათავსებენ, გაუკეთდა გისოსები, რათა უსაფრთხოება სრულად იყოს დაცული. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრის შეთავაზება გორის ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე დღეს დაახლოებით დღის სამ საათზე განახორციელა, ექსპრეზიდენტი ამ შეთავაზებას ადვოკატებთან რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ დათანხმდა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დადო პირობა, რომ გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას. ექიმებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექსპრეზიდენტის სათანადო პირობებში აუცილებელი მკურნალობისთვის აბსოლუტურად გამართულია. 

დღის ამბები