ტყიბულში 7 საათიანი სამძებრო სამუშაოები დასრულდა - მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე პირი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. 44 წლის მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენებენ.
შემთხვევა ტყიბულის შახტში დღის პირველ ნახევარში მოხდა. ქვანახშირის კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და მასში ორი ადამიანი მოყვა. მაშველებმა ერთ პირს დროულად მიაგნეს და მისი გადარჩენა შეძლეს. ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.