28 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
დღეიდან მიხეილ სააკაშვილი კვების სრულყოფილ რეჟიმს უბრუნდება - რას ამბობენ კონსილიუმის ექიმები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 

ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს. ექიმების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელია, სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება, ანალიზები ნორმის ფარგლებშია, რის საფუძველზეც დღეიდან მას კვების ნაწილში შეზღუდვა აღარ ექნება.

"პაციენტის ლაბორატორიული მაჩვენებლები დამაკმაყოფილებებლია, ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის რაიმე საშიში გართულება არ აღენიშნება. აქვს გემოგლობინი შემცირებული, თუმცა თავის ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე ძალიან მაღალი გემოგლობინი ისედაც არასდროს არ აქვს. არ აღენიშნება არცერთი ვიტამინის დეფიციტი,"- განაცხადა კონსილიუმის წევრმა - ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ.

ელენე გიორგაძის თქმით კი, ენდოკრინოლოგებმა პაციენტის გამოკვლევა დაასრულეს, რადგან ექსპრეზიდენტს შესაბამისი მაჩვენებლები ნორმაში აქვს. 

"უკვე იქნება ჩვეულებრივ გაფართოებულ კვებაზე, ყველაზე მეტად რაც მჭირდებოდა მე, როგორც ენდოკრინოლოგს, ცილა აქვს ყველა ნორმაში. რაც ეხება ინსულინს და გლუკოზას ისიც ნორმაშია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნორმაშია, ლაქტატი ნორმაშია. ენდოკრინოლოგმა ყველანაირად დაამთავრა მუშაობა,"- განაცხადა ელენე გიორგაძემ. 

დღის ამბები