სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზამთრის სკოლა დასრულდა. მონაწილეები, ღონისძიებამდე შავნაბადას სპეცდანიშნულების ბაზას ეწვივნენ, სადაც მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ უმასპინძლა და სტუდენტებთან ერთად საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.
ზამთრის სკოლის მონაწილეებს, სერტიფიკატები გადაეცათ. უსაფრთხოების ზამთრის სკოლა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გაიმართა.